"კასპი 1936" მე-5 ლიგის გათამაშებაში ჩაერთო


კასპის საფეხბურთო გუნდი "კასპი 1936" ჩაერთო მე-5 ლიგის გათამაშებაში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით იმართება.

პირველი ტურის შეხვედრა კასპის ახალ სტადიონზე გაიმართა და ერთმანეთს "კასპი 1936" და თბილისის "იბერია 2" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრების დამსხურებული გამარჯვებით ანგარიშით 0-3 დასრულდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურნირზე ჩართვის ამბავი ჩვენმა გუნდმა დაწყებამდე 1 კვირით ადრე გაიგეს და შედეგიც მისაღებია. კიდევ ერთი ის არის, რომ თამაშის წინა დღემდე ვიცოდით გუნდი ხვდებოდა "ცხინვალი 2"-ის გუნდს, საბოლოოდ ეს გუნდი მოხსნილა გათამშებიდან და კალენდარიც შეიცვალა შესაბამისად.


)