გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა


ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო და რჩება დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები და სტუდენტები, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო თქვენს სწავლას აფინანსებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც სახელმწიფო თქვენთვის აკეთებს. ჩვენ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს ერთად გასაკეთებელი და ვთვლი, რომ თქვენ ხართ მართლა გამორჩეული ქვეყნის შვილები და ამისთვის სახელმწიფო ბევრს იშრომებს თქვენთან ერთად“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


)