კასპის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს კასპის მუნიციპალიტეტში.

როგორც dianews.ge-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი საკათედრო ტაძრის წინ, სავაჭრო ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,. რომ დაუშვებელია ტაძრის წინ მსგავსი ობიექტის მშენებლობა. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა ბიზნესმენ კობა კურდღელაშვილს ხელისუფლებასთან ახლოკავშირის გამო მისცეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს და მერიაში მივდინენ თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ მათ შენობაზე წარწერები დატოვეს.


)