კასპის ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ზეიმი გაიმართა




კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალში“ საშობაო ღონისძიება გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, მერის მოადგილემ ზურამ კოპაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა თეა ხორბალაძემ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალის აღსაზრდელები მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

ბავშვები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. მათთან ერთად სახალისო თამაშებში ჩაერთო ყველა სტუმარი.

ღონისძიების დასასრულს ვახტანგ მაისურაძემ და ზურაბ კოპაძემ ბავშვებს საშობაო საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.

ცენტრის ხელმძღვანელმა მარი მჭედლურმა და ოჯახისა და ბავშვთა მხარდაჭერის ეროვნული ქსელის დამფუძნებელმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს შობის დღესასწაულის მილოცვისთვის.


)