კასპის მერიაში ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა




კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს იულია ხარაშვილს შეხვდა. შეხვედრა პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მერისთვის ორგანიზაციის მიზნებისა და აქტივობების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საუბარი იყო დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მთავარ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს შიდა ქართლში და კერძოდ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

ასოციაცია „თანხმობა“ 1995 წლის აპრილიდან მუშაობს საქართველოში. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ და წლების განმავლობაში მუშაობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია უზრუნველყოფს ბიზნეს განათლებასა და მცირე გრანტებს ბენეფიციარებისთვის, დევნილ ახალგაზრდებსა და ქალებს ასწავლის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაცია „თანხმობა“-ს სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა და მერიის თანამშრომელი თინათინ გეჯაძე.


)