წინასაახალწლო ღონისძიება კასპში




წინასაახალწლო ღონისძიება კასპში

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაანონსებული წინასაახალწლო ღონისძიება კასპის ცენტრში 29 დეკემბერს გაიმართა.

მოეწყო საახალწლო ნაძვისხის სპეციალური კუთხე, სადაც თოვლის პაპა ზღაპრის გმირებთან ერთად პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა.

საბავშვო გასართობმა სივრცემ, ქუჩის ორკესტრმა, ოჩოფეხებმა, ჯამბაზებმა, ზღაპრის გმირებმა ბავშვებში საზეიმო განწყობა აამაღლა და ერთად მხიარულობდნენ.

ხის საახალწლო სახლებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

საახალწლო ღონისძიება ჯგუფმა New One დაასრულა, კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.


)