კასპის მერია : ნაძვისხის დადგმიდან დღემდე ნაძვისხის მოძულეებმა - რკინის ჯებირი უკვე ორჯერ დააზიანეს




კასპის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კვლავ დააზიანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

"კვლავ.....

დეკემბერი ის თვეა როდესაც ყველა საახალწლოდ ემზადება. საახალწლო განწყობა კი თავდაპირველად ნაძვისხესთან ასოცირდება. მისი მორთვის რიტუალი ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, თოვლის პაპა, მისი საჩუქრების მოლოდინი...

ქალაქის ცენტრში ნაძვისხის წლევანდელი საახალწლო არეალი ერთობ მოკრძალებულია, მიზეზი კი ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თუმცა დასრულების შემდეგ 2023 ახალი წლის ღონისძიება უკვე გალამაზებულ ცენტრში გაიმართება.

მაგრამ... ქალაქში ნაძვისხის დადგმიდან დღემდე ნაძვისხის მოძულეებმა - რკინის ჯებირი უკვე ორჯერ დააზიანეს და განათების სადენიც ჩაჭრეს...

რკინის ჯებირის დაზიანება ვფიქრობთ შემთხვევითობა არ არის, მიზეზი ჩვენთვის გაუგებარია. სადენიც აღადგინეს, ჯებირიც შეკეთდება, მაგრამ ... რატომ არ ვუფრთხილდებით, ყველაფერი ხომ ჩვენთვის, თქვენთვის და ყველასთვის კეთდება..

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!"


)