ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია




ისტანციურ რეჟიმში გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურების თანამშრომლები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგები და ძირითადი მიგნებები, ასევე 2017-2021 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ღიაობის ტენდენციები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ეელქტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.
კონფერეციას უძღვებოდნენ და მონაწილეობდნენ და მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თინიკო ბოლქვაძე - მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), ირაკლი კახიძე-ექსპერტი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), თეონა ტურაშვილი - ადგილობრივი მმართველობის ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დავით მელუა -აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG.)
კონფერენციის დასასრულს გაიმართა წარმატებული მუნიციპალიტეტის მერიების და საკრებულოების დაჯილდოების ცერემონია.


)