კასპის სპორტკომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი კარატეში




კასპის სპორტკომპლექსში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი კარატეში.

ტურნირში მონაწილეობა მიიღო 260 სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

ტრაგიკულად დაღუპული ლევან ძამუკაშვილის სახელობის ტურნირი ტრადიციაა კასპში და უკვე რამოდენიმე წელია ტარდება.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, კარატეს კლუბ „კასპი“-ს დამფუძნებელს ალექსანდრე მანძულაშვილს კარატეში 30 წლიანი შრომისა და გაწეული ღვაწლისათვის საჩუქრად კიმანოს საქართველოს ემბლემა, ოქროს კალმისტარი და 5 000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

ალექსანდრე მანძულაშვილის გადაწყვეტილებით ვაუჩერი მოხმარდება მისი აღსაზრდელების სატურნირო დაფინანსებას.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ალექსანდრე მანძულაშვილს.


)