ქარხნის დასახლებაში მდებარე ხელოვნურ საფარიან მინი მოედანს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა




„ჰაიდელბერგჯორჯია“-ს კასპის ცემენტის ქარხნის მიერ ფარნავაზის ქუჩაზე, ქარხნის დასახლებაში მდებარე ხელოვნურ საფარიან მინი მოედანს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

„ჰაიდელბერგჯორჯია“-ს კასპის ცემენტის ქარხნამ წლების წინ მოაწყო მინი მოედანი, სწორედ მაშინ როდესაც ქალაქში აღარ ფუნქციონირებდა არსებული ფეხბურთის ცენტრალური მოედანი. შესაბამისად საფეხბურთო ყველა ტურნირი აღნიშნულ მოედანზე ტარდებოდა.

ქარხანამ, მინი მოედანი პატრა სკვერთან ერთად ფარნავაზის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის მოაწყო.

May be an image of outdoors


)