სოფელ მეტეხში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო




კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

სულ ახლახანს იმავე სკვერში კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ბავშვებს გასართობი ატრაქციონების დადგმას შეპირდა და პირობა შეასრულა.

კეთილმოწყობილი, ორი დამოუკიდებელი სივრცე მოზარდებისა და ბავშვებისათვის უკვე ვარჯიშის და გართობის ადგილად იქცა.

ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო პატარები გართობის საშუალებას მოკლებულნი იყვნენ. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია, მათ აქვთ სივრცე სადაც თავისუფალ დროს შეუძლიათ ივარჯიშონ, გაერთონ და განიტვირთონ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


)