„ახალ განთიადს“ 90 წელი შეუსრულდა




კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს „ახალ განთიადს“ 90 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს :

"დღეს „ახალ განთიადს“ 90 წელი შეუსრულდა. გილოცავთ „განთიადელებო“ იუბილეს.

გაზეთი, რომელიც 90 წლის განმავლობაში კასპის მატიანეს ქმნის ქვეყნის ყველაზე ურთულეს დროშიც კი არ შეუწყვეტია გამომცემლობა. ეს ყველა დროის ერთგული სარედაქციო კოლეგიის დამსახურებაა.

მადლობა გაზეთის, მკითხველის ერთგულების და მუნიციპალიტეტის ცხოვრების ყოველდღიურობის გაცნობისთვის."


)