25 სექტემბერი პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა




25 სექტემბერი ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა.

33 წლის ტარიელ შარიფაშვილი სოხუმისათვის დაცვაში ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდა.

საქართველოს მთავრობამ სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას. სოფლის ცენტრში მოეწყო მისივე სახელობის სკვერი, სადაც მისი ბიუსტია განთავსებული. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ქუჩა არსებობს ქალაქ კასპშიც.

2019 წელს კასპის მუნიციპალტეტის მერიამ დააწესა ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები იღებენ.

სამარადისო დიდება ტარიელს და კასპის ბატალიონის მებრძოლებს, მათ ვინც თავი სამშობლოს თავისუფლებას შეწირეს.


)