27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა




27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს :

"1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი - ტრაგიკული დღეა - სოხუმის დაცემის დღე.

ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონმა ამ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და ბევრი მებრძოლიც დაკარგა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ომში დაღუპული გმირების ოჯახებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

ჩევნი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას, მათ ხომ სიცოცხლე სამშობლოს შეწირეს."


)