სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს




სოფელ ზემო რენეში გრძელდება საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შენობის ორი სართული დასრულებულია, ამჟამდ მიმდინარეობს სახურავის მოწყობის, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის სამუშაოები.

კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 საზღვრისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი. 30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაყავთ.

თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში 8 სოფლის ბავშვები ივლიან. ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობები ექნებათ.

პროექტის ღირებულება 684 112 ლარია.


)