ვახტანგ მაისურაძე და მისი პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდნენ


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მისი პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (91 – 100 ქულა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ.

სამუშაო ჯგუფის მიერ ამჯერად 13 სახელობითი სტიპენდიანტი გამოვლინდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის დანიშვნა მიულოცა.

სტიპენდიის დაწესების მიზანი არამარტო მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ სტუდენტთა წახალისება, არამედ იმ ადამიანთა უკვდავყოფა და პატივის მიგებაა ვინც თავისი ცხოვრების წესით ეს დაიმსახურა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ჩვენი თანამემამულე ტარიელ შარიფაშვილია, რომელმაც 33 წლის ასაკში სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებას შეწირა. თქვენ ხართ წარმატებული ახალგაზრდები თანამედროვე ხედვით, ამიტომ კარგი იქნება თანამშრომლობა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის საინტერესო პროექტების წარმოდგენა -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელებს და სტიპენდიის მინიჭების სამუშაო ჯგუფს. ვინაიდან ბევრი მათგანი სწავლის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტში აპირებს დაბრუნებას, გამოთქვეს სურვილი მათთის საინტერეესო და მუნიციპალიტეტისათვის სასარგებლო პროექტების მომავალში განხილვის შესახებ.


)