"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს" - კასპის მუნიციპალიტეტის მერი


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე სოციალურ ქსელში თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს :

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

გისურვებთ გამთლიანებულ, ძლიერ და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.

პატივისცემით

კასპის მუნიციპალიტეტის მერი

ვახტანგ მაისურაძე"


)