2008 წელს ცხინვალში დაღუპულ სერჟანტ გელა თიგიშვილს 49 წელი შეუსრულდებოდა




25 მაისს უფროს სერჟანტ გელა თიგიშვილს, რომელიც რუსეთის საავიაციო იერიშის დროს ცხინვალთან 2008 წლის აგვისტოში დაიღუპა 49 წელი შეუსრულდებოდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გელა თიგიშვილის საფლავზე მის შობლიურ სოფელ კოდისწყაროში იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გელა თიგიშვილის საფლავი და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

გელა თიგიშვილი 2012 წლამდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენფიცირება დეენემის ანალიზის საფუძველზე, მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნა შესაძლებელი და გადმოსვენებული იქნა სოფელ კოდისწყაროში.

საქართველოს მთავრობამ გარდაცვალების შემდეგ გელა თიგიშვილი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და მედლით ”სამშობლოსათვის თავდადებული”.


)