სოფელ იგოეთში ახალი საბავშო ბაღი შენდება


შპს „ხარისხი“ სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას უახლოეს დღეებში დაასრულებს. მზადაა შენობის შიდა ინტერიერი, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

საბავშო ბაღი 2 ჯგუფზე აშენდა და სრულად აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კეთილმოწყობილ შენობაში აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მომსახურე პერსონალს ყველა პირობა ექნებათ.

სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის ღირებულება 696 326 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სოფელს ათეული წლებია საბავშვო ბაღი არ ქონდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ იგოეთისა და მრგვალი ჭალის აღსაზრდელები, სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას თანამედროვე სტანდარტების მქონე კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ. ახალი საბავშვო ბაღი შენდება სოფელ გრაკალში, სადგურ მეტეხში, სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ქვემო ჭალაში, თითქმის ახლიდან შენდება სოფელ ზემო რენეში - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.


)