სკვერების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს


კასპის მუნიციციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, აა(ი)პ კასპის კეთილმოწყობა“-ს დირექტორთან გიორგი ხარატიშვილთან ერთად, ქალაქის სკვერებში მიმდინარე განახლების სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად ქალაქის ყველა სკვერში მიმდინარეობს სკამების, მაგიდების, ბავშვების გასართობი საშუალებების, ღამის განათების ბოძების, ღობეების სამღებრო სამუშაოები. ნაწილობრივ ირგვება ნარგავები.

დასვენების და გართობის სივრცე აუცილებელია, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ქალაქში განთავსებულ სკვერების გამწვანებას და მოვლა პატრონობას. განსაკუთრებულ მზრუნველობას კი ბავშვები საჭიროებენ, ამისათვის კი აუცილებელია მეტი გასართობი საშუალებების მოწყობა, რომელიც დაგეგმილი გვაქვს - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

May be an image of one or more people, people standing, tree and outdoors


)