გზის რეაბილიტაცია სოფელ ჩობალაურში


კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჩობალაურში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

გზაზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის ღარები ლითონის ცხაურებით. ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზა ამორტიზირებულია, გადაადგილება კი არაკომფორტული. სოფელთან მისავლელი, 1500 გრძივი მეტრის გზა ასფალტირებული არასოდეს ყოფილა.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება და მასზე 343 232 ლარი დაიხარჯება.


)