კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები სრულდება


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში წყალმომარაგების მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აშენდა საქლორატორო, მოეწყო წყალსადაწნეო კოშკი, წყლის გამანაწილებელი ქსელი, სანიტარული დაცვის ღობე და 75 საუბნო ონკანი. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია.

სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა ათეული წლების განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელებამ მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესა.

May be an image of outdoors


)