არქეოლოგიური მასალა, რომელიც სოფელ ლამისყანის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი მუზეუმის სპეციალურ ვიტრინებში განთავსდა


ლამისყანის ჯამბაკურ - ორბელიანთა სასახლე მუზეუმში არსებული არქეოლოგიური მასალა, რომელიც სოფელ ლამისყანის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი სპეციალურ ვიტრინებში განთავსდა.

გასულ წელს მუზეუმმა, მუზეუმებისათვის რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად გამართულ საგრანტო კორკუსში („ზრდა საქართველოში“ ZRDA ACTIVITY IN GEDRGIA) გაიმარჯვა.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დამზადდა აღნიშნული ვიტრინები. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებდა მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის მოწყობისათვის საჭირო ტექნოლოგიურად მოწინავე მოწყობილებების, ინვენტარის, ბილბორდების შეძენას, საინფორმაციო საშუალებების მოამზადებას და გამოცემას.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, ტურისტული ობიექტებისა და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციას ემსახურება. ანალოგიური პროექტი, კასპის მუნიციპალიტეტში გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც მიმდინარეობს. ვიზიტორები 1 მარტიდან მუზეუმებს უკვე სტუმრობენ, მათი რაოდენობა კი შესამჩნევად იზრდება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა.


)