კასპელ ომის ვეტერანს 101 წელი შეუსრულდა


დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბატალიონის აჯანყების მონაწილეა.

ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში, ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო.

1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან 822-ე ქართული ბატალიონი ჩამოყალიბდა. 1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს. აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

May be an image of 1 person, sitting and indoor


)