კომპანია ,,გალფის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მეტეხისა და თელიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 80 ოჯახს საშობაოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ


კომპანია ,,გალფის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხისა და თელიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 80 ოჯახს საშობაოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ. კომპანიის წარმომადგენლებმა საჩუქრები ოჯახებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ამირან ქრისტესიაშვილთან და გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გადასცეს.

,,სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. დასაფასებელია კომპანიენის სოციალური პასუხსისმგებლობა დევნილი მოსახლეობის მიმართ.“ - აღნიშნა ამირან ქრისტესიაშვილმა.
Image may contain: 2 people, people standing, sky, shoes, child and outdoor
Image may contain: one or more people, people standing, shoes, sky and outdoor


)