კასპში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
კასპში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 380 000 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული „სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ ახორციელებს. საზოგადოებრივი ცენტრი 10 თვეში დასრულდება და მოქალაქეებს ერთიან სივრცეში ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის საშუალება ექნებათ.