რა ფერები უნდა ატაროთ, რომ წარმატებული წელი გქონდეთ


აუცილებლად წითელი ფერი გამოიყენეთ, რადგან ხარი არის აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშანი და მას არანაირი პრობლემა არ აქვს წითელთან, ერევათ კუროსთან, რომელიც არის დასავლური ზოდიაქოს ნიშანი და ვერ იტანს წითელ ფერს, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ფერები, რომლებიც საახალწლო დღეებში გვჭირდება, რომ პატივი მივაგოთ წლის მბრძანებელს - ხარს, არის: თეთრი, ვერცხლისფერი-ნაცრისფერი, ლურჯი, ოქროსფერი-ყვითელი და შემდეგ წითელი. ამ ფერების შემდეგ აქსესუარებში შეგიძლიათ მწვანეც და ნარინჯისფერიც გამოიყენოთ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან ასევე განმარტა, ვისთვის შეიძლება ხარის წელი იყოს რთული და ვისთვის - წარმატებული.

„ძაღლის წელიწადში დაბადებულს მეტი ყურადღება სჭირდება, იგი ხართან არ მეგობრობს, ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს ვეფხვს, რადგან მისი აგრესია ხარს არ უყვარს და ასევე ყურადღება ესაჭიროება თხას.

ახლა ვისთვის არის კარგი ეს წელი, ხარის გარდა. ეს წელი წარმატებულია: მამლის, გველის, კატის წელში დაბადებულისთვის და ასევე წარმატებული იქნება დრაკონისთვის“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაისის ბოლოსკენ კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად დაიკლებს.


)