გიორგი ხოჯევანიშვილი გახელიძეების ოჯახს ესტუმრა




გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გახელიძეების ოჯახს ესტუმრა და თან საახალწლო ნობათი გადასცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"წინასაახალწლოდ კასპში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გახელაძეების ოჯახი მოვინახულე. მივულოცეთ დამდეგი შობა-ახალი წელი და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ყველას კარგად გვახვსოვს ზაზა გახელაძის ამბავი, ის უკვე რამდენიმე თქვეა ოკუპანტებს უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და არ ეძლევა საშუალება ოჯახს დაუბრუნდეს. მოგეხსენებათ, ოკუპაცია ძალიან მტკივნეული თემაა თითოეული ჩვენგანისათვის. მიუხედავად მათი ამჟამინდელი მდგომარეობისა, მინდოდა ბავშვები მცირედით გამეხარებინა და ჩემი წვლილი შემეტანა მათთვის საახალწლო განწყობის შექმნაში. იმედს ვიტოვებ, ზაზა გახელაძე უახლოეს მომავალში დაუბრუნდება საკუთარ სახლსა და ოჯახს." - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.

Image may contain: 2 people, people standing and indoor


)