ავი ხელი და გულდაწყვეტილი ბავშვები - კასპში საახალწლო განათება დააზიანეს




კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. მათი ინფრომაციით კასპში საახალწლო განათებები და დეკორაცია განზრახ არის დაზიანებული.

"ავი ხელი და გულდაწყვეტილი ბავშვები

ორი დღის წინ კასპში საახალწლო ნაძვისხე აინთო. ნაძვისხის ანთებამ განსაკუთრებით პატარები გაახარა, რომლებიც საახალწლო ფოტოებს განათებულ ნაძვისხესთან, თოვლის პაპასთან, ირმებთან და ხიდებზე იღებდნენ.

თავისი ქალაქის “მოძულე“ ადამიანებმა ეს სიხარული მალევე ჩაუხშეს ბავშვებს. წუხელ საახალწლო ნაძვისხე, თოვლის პაპა და ირმები ისე დააზიანეს, რომ აღარ ნათდება.

ახალი წელი პანდემიის გამო ისედაც მოკრძალებული იქნება, „შენ“ ან „თქვენ“ ვინც ეს ბარბაროსობა ჩაიდინეთ სახელი არ გაქვთ, რადგან ამის გაკეთება მხოლოდ უსახელო და უსუსურ, ბოროტ ადამიანს შეუძლია.

გეშინოდეთ და გრცხვენოდეთ პატარების ატირებული თვალების.

თქვენზე წერს შოთა რუსთაველი „ავსა კაცსა ავი საქმე (სიტყვა) ურჩევნია სულსა გულსა“.

კასპის მერია დაზიანებულს სწაფად შეაკეთებს, მაგრამ

#ვინხარშენდოქსოპულობავშვიარგყავს?" - წერს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში.


)