პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით სოფელ ზემო ხანდაკს მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომლები ესტუმრნენ


პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომლები ესტუმრნენ, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა.

"დღეს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ.

Image may contain: 1 person, standing, tree and outdoor

პოლკოვნიკის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ზემოხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, სოფლის სკვერს სადაც დგას მისი ბიუსტი, ასევე კასპში ერთი ქუჩა მისი სახელობისაა." - წერია მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ გვერდზე.

Image may contain: 1 person, tree, plant, outdoor and nature


)