სასარგებლო პროდუქტები როგორ განვასხვავოთ ნატურალური კაკაო ხელოვნურისგან


1. პირველ რიგში, შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა, რომ კაკაო არაალკალიზებულია, ანუ არ არის ქიმიურად დამუშავებული ფერისა და არომატის გასაძლიერებლად, რაც სრულიად ანეიტრალებს პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. ალკალიზებული (პრეპარირებული) ფხვნილი გაცილებით იაფია, თუმცა საკონდიტრო ნაწარმისთვის გამოსადეგი.

2. ხსნადი კაკაოს სასმელებს არაფერი აქვს საერთო ნატურალურ კაკაოსთან, ამიტომ უმჯობესია მათზე საერთოდ უარის თქმა.

3. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხიმის მასობრივი წილი — 15 %, რაც მიუთითებს კაკაოს ზეთის - პროდუქტში ყველაზე ძვირფასი კომპონენტის არსებობაზე.

4. ხარისხიან კაკოს ფხვნილს აქვს ძლიერი ფერი, ძლიერი შოკოლადის არომატი და მომწარო გემო.

5. ფხვნილის სტრუქტურა ერთგვაროვანი უნდა იყოს: პუდრისებური, გოროხების გარეშე.

6. ხარისხიანი კაკაოს გარჩევა შეიძლება მარტივი ხერხით: თუ კაკაოს ფხვნილს თითებს შორის გავსრესთ, თითებზე დარჩება ცხიმიანი ყავისფერი ნადები.


)