"ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გილოცავთ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს" -კასპის მუნიციპალიტეტის მერია




"გილოცავთ!

კასპის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გილოცავთ შშმ პირთა საერთაშორისო დღეს.

თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციას.

საზოგადოების თითოეული წევრის და ყველა ინსტიტუციის ვალია ხელი შეუწყონ შშმ პირებს იცხოვრონ დამოუკიდებლად, სრულყოფილ და თანასწორ პირობებში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში." - კასპის მუნიციპალიტეტის მერია


)