სოფელ აღაიანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოებზე.

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. პროექტის სავარუდო ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტით გათვალისწინებულია ახალი წყალსადენის ქსელის, სამი რეზერვუარის, ორი ჭაბურღილის მოწყობა და მოსახლეობის გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. რის შემდეგაც 1 500 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.


)