2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები


კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იმ პროექტებზე და სამუშაოებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელდა.

გთავაზობთ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის პოსტს უცვლელად :

"მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და კეთილდღეობას.

მინდა შევაჯამო მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელებული სამუშაოები და მადლობა გადავუხადო მერიის თანამშრომლებს რომელთა გარეშეც ამდენი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. 2021 წელს, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით შევძლებთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას.

მადლობა მხარდაჭერისათვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ყოფილ მაჟორიტარ და ამჟამადაც დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილს და გვჯერა გორი-კასპის მაჟორიტარ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად მეტად იზრუნებენ მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. ყველა ერთად - მეტს შევძლებთ.

მსოფლიოში გავრცელებულმა KOVID-19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ყველა სფეროზე, თუმცა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდა გარდა გარდამავალისა, რომელთა დასრულების ვადაც 2021 წელია.

2020 წელს მერია ორიენტირებული იყო ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და პირობების გაუმჯობესებაზე: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, წყალმომარაგება, სკოლამდელი აღზრდა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება.

საგზაო ინფრასტრუქტურა 2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტში მოასფალტდა 13 157 176 ლარის ღირებულების 18 473 კმ სიგრძის გზა. სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარი, თეზი, ჩანგილარი, ვაკე-პანტიანი, თელადგორი, კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე. გრძელდება სოფელ ბარნაბიანთკარის, შ/ ს კავთისხევი-ახალქალაქის გზის, კასპში ფარნავაზის ქუჩის მოასფალტება. დასრულების პროცესშია კასპში მ. კოსტავას ქუჩისე.წ. რუკის გზა.

წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე დაიხარჯა 7 606 927 ლარი. სასმელი წყლის სისტემა და ქსელები მოეწყო: სოფელი ფერმა-ჩანგილარი, ოკამი, თელადგორი, ხოვლე, გამდლისწყარო, მთიულთუბანი, თეძმისხევი, დოესი, მიქელწყარო, ხიდისყური, საქადაგიანო და აღაიანი.

გამოცხადებულია ტენდერი ქალაქ კასპის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც შერჩევა შეფასების ეტაპზეა;

გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გაზი ყველა სოფელს“ მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან მხოლოდ 8 სოფელია დარჩენილი გაზიფიცირების გარეშე. მოსახლეობის გამრიცხველიანება მიმდინარეობს სოფელ ზემო ხანდაკში, კალოუბანსა და ხოვლეში.

სამელიორაციო სისტემების და ქსელების აღსადგენად -“თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის და იდლეთის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია -აღჭურვაზე 850 775 ლარის სამუშაოები ჩატარდა.

მიმდინარე წელს შესრულდა 87 280 ლარის გარეგანათების სამუშაოები.

ჯანდაცვა და სოციალური პროგრამა

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით ისარგებლა 2 469 მოქლაქემ. წლის განმავლობაში მოქალაქეთა ჯანმრთველობას მოხმარდა 800 887 ლარი.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე დაიხარჯა 8 848 327 ლარი.

აშენდა 3 ახალი საჯარო სკოლა - კოდისწყაროში, წინარეხსა და ხოვლეში. ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ქვემო გომში, დასრულდება 2021 წელს. სკოლების განვითარების ფონდის დაფინანსებით 14 საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, პანდუსი, ეზოს შემოღობვები. ცენტრალური გათბობის სისტემა მოეწყო მეტეხის #2 (სადგურის დასახლება) საჯარო სკოლაში.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2 171 553 ლარის სამუშაოები შესრულდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ოკამის და აღაიანის საბავშვო ბაღებს. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ იგოეთში, გრაკალსა და სადგურ მეტეხის დასახლებაში. პროექტები გარდამავალია და 2021 წელს დასრულდება. ახალქალაქის საბავშვო ბაღში მოეწყო გათბობის სისტემა.

განათლება, კულტურა და სპორტი

2020 წელს განათლების, კულტურისა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე 8 354 225 ლარის სამუშაოები შესრულდა. ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დასრულდა კასპში.

200 სტუდენტისთვის აშენდა სამ სართულიანი, სრულად ადაპტირებული პროფესიული სასწავლებელი და შენდება სასწავლო სახელოსნო.

აშენდა რეგიონალური ინოვაციების ცენტრი - ტექნოპარკი, სადაც ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კასპის სამუსიკო სკოლაში.

სოფელ სასირეთში პირვანდელი სახით აღდგა ქართველი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმის სახურავი და აივანი.

სოფელ მეტეხში აღდგენილია სასოფლო ბიბლიოთეკა.

ქალაქ კასპში 480 მაყურებელზე აღდგა საფეხბურთო სტადიონი და საფეხბურთო სკოლის შენობა. ტარიელ შარიფაშვილის სახელობითი სტიპენდია დაენიშნა 8 მაღალქულიან წარჩინებულ სტუდენტს.

მომსახურეობის სერვისის გაუმჯობესება

კასპში სსიპ „იუსტიციის სახლის“ კასპის საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. ყველა მოქალაქე საჭირო მომსახურებას ერთ სივრცეში მიიღებს. პროექტის ღირებულება 1 380 000 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 884 ლარია დახარჯული.

ტურიზმის განვითარება

სოფელ ახალქალაქში აღდგა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნი (კოშკებით). ახალქალაქში სულ მალე ჩოგბურთის ოთხი კორტის, მშენებლობა დაიწყება. სოფელ სამთავისში, სამთავის ტაძარის მიმდებარედ მოეწყო ავტოსადგომი. რესტავრაცია უტარდება სხვილოს ციხეს, გუდალეთის ეკლესიას. დასრულებულია რკონის სამონასტრო კომლექსის რესტავრაცია.

მერიის მიერ მომზადდა და გამოიცა ტურისტული გზამკვლევი კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ;

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სოფელ თელიანის და მეტეხის დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის დაზიანებული იატაკების მოსაწყობად შეძენილი იქნა სამშენებლო მასალები. მოასფალტდა შიდა გზები. პანდემიის პერიოდში ყველა ოჯახს სააღდგომოდ გადაეცა70 ლარიანი ვაუჩერები.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები ყოველწლიურად ყველა ოჯახი იღებს გათბობის, გაზიფიცირების 200 ლარიან ვაუჩერს, აღნიშნული ოჯახის სტუდენტებს კი სწავლის ფულს სახელმწიფო უფინანსებს. ვითარდება საგაზო და სასკოლო ინფრასტრუქტურა.

მეწარმეობის განვითარება მერია ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას. მუნიციპალიტეტში მერიის ხელშეწყობით სამ ფაზად ჩატარდა ორგანიზაცია „ზრდა“-ს პროექტის „გახდი ახალგაზრდა მეწარმე“-ს ტრენინგები. გამოცხადებულ სამ კონკურსში დაფინანსებულ 14 ბიზნეს პროექტიდან ხუთმა კასპელმა ახალგაზრდებმა 34 525 ლარის გრანტი მოიპოვა. ახალგაზრდება შექმნეს საკუთარი ბიზნესი და სამუშაო ადგილები.

მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამების „აწარმოე საქართველო“-ს და „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში დაფინანსებულია პროექტები. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი მოქმედ და მომავალ ფერმერებს.

„სოფლის მხარდაჭერი“-ს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 934 000 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსება 151 316 ლარი - სულ 1 085 316 ლარი. გამოყოფილი თანხები მოხმარდა მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე დასახელებული პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას - განხორციელდა 79 პროექტი. ძირითადი პრობლემები იყო სასოფლო გზების მოიხრეშვა, გარეგანათება, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები და სხვა.

გარემოს დაცვა

მუნიციპალიტეტი მეხუთე წელია ბუნებისმკვლევართა კავშირ „ორქისი“-ს დახმარებით გამწვანების აქციებს ატარებს. მარადმწვანე ხეები მუნიციპალიტეტის სკვერებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მუზეუმებში ირგვება. ბოლო აქცია ნოემბრის თვეში ჩატარდა.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული.

2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურის სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს საავტომობილო გზების და საქართველოს მელიორაციის მეშვეობით 45 426 354 ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.

დღეს ჩვენ მუშაობა მძიმე ვირუსის KOVID-19 პანდემიის პირობებში გვიწევს. გავრცელების პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში დღემდე ყველა საჭირო ღონისძიებები ხორციელდება. მერიაში ამოქმედებული ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და დახმარებას უწევს მოქალაქეებს. 26 საბავშო ბაღის 1600 აღსაზრდელს ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტები ურიგდება, ქალაქში მდებარე უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს მოხალისეები სადილს ბინაზე აწვდიან. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სასურსათო პაკეტებით დახმარება 2 000 ბენეფიციარს გაუწია, დიალეზის პროცედურების საჭიროების მქონე პაციენტებს 3 თვის განმავლობაში უფინანსდებოდათ ტრანსპორტირების თანხები. მოსახლეობას პროდუქტებით და საჭირო ნივთებით დაეხმარა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, სს „სოკარჯორჯია“, აზერბაიჯანის საელჩო, ჰაიდელბერგცემენტის კასპის და მეტეხის აგურის ქარხანები, შპს „სერგო ჯოჯიშვილი“, ს/ს „ნატურალპროდუქტი“, შპს „ტი-ემ-ტი“, ადგილობრივი ქველმოქმედი ადამიანები - მადლობა მათ.

მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა კორონა ვირუსის ფონდში ხელფასიდან 8 345 ლარი გადარიცხეს.

KOVID-19 -ის გამო ვერ ჩატარდა დაგეგმილი დღესასწაულები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იმედია ამ მხრივ მომავალი წელი უკეთესი გვექნება.

ეს იყო მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის განმავლობაში ჩაატარებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა.

წარმოგიდგენთ 2021 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებს:

• კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება II ეტაპი (გარდამავალი პროექტი);

• კასპის მუნიციპალიტეტში იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მე-18 კმ -ზე 9 აპრილის წყაროდან სოფელ ბარნაბიანთკარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია -მოასფალტება II ეტაპი (გარდამავალი პროექტი);

• კასპში ფარნავაზის ქუჩის სრული რეაბილიტაციის II ეტაპი (გარდამავალი პროექტი);

• კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიაანთკარის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაცია II ეტაპი(გარდამავალი პროექტი);

• კასპში შარიფაშვილის ქუჩის და მიმდებარე ყაზბეგის, წერეთლის, გურამიშვილის, წულუკიძის ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტება;

• სოფელ კოდისწყაროში (რენე) საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;

• სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია II ეტაპი;

• სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება;

• ნიგოზა, ჩობალაური, ქვემო რენეს და ზემო რენეს ადგილობრივი მნიშვნელობის, თბილისი სენაკი-ლესელიძეს ავტობანთნ დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია;

• კასპში ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, სამების, მეტეხის, ქვათახევის, ქუჩების რეაბილიტაცია–მოასფალტება.

პატივისცემით,

კასპის მუნიციპალიტეტის მერი

ვახტანგ მაისურაძე"

2020 წელს კასპის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ 2021 წელს, გისურვებთ...

Posted by კასპის მუნიციპალიტეტის მერია on Sunday, January 3, 2021

)