ეპიდვითარება შიდა ქართლში - უახლესი სტატისტიკა
4 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის: ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ნაწილზე კი პიდ კვლევა მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 134 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 108 პირს.
ამ დროისთვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4806, მათ შორის - 1203 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევაც. გარდაცვლილია ქარელისმუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 წელს გადაცილებული მამაკაცი.
სულ აღებული და გაგზავნილი იყო 46 სინჯი.
ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში იმყოფება 1305 პირი.