3 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ თავი ადამიანებს


საზოგადოებაში კეთილგანწყობის მოპოვება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ყველას თავს ვერ შეაყვარებთ, მაგრამ თუ შესაბამისად მოიქცევით, დიდი შანსია, რომ გარშემო მყოფთა უმეტესობა მოხიბლოთ. ვნახოთ 5 მარტივი მეთოდი: როგორ შეაყვაროთ თავი ადამიანებს და მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა.

  1. არ დაემალოთ აუდიტორიას. თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ აუდიტორიას ფეხზე მდგომი ესაუბროთ, ასეც მოიქეცით, ვინაიდან ამ დროს თქვენი ჟესტები, მანერები, ემოციები უფრო თვალშისაცემია, ხოლო როცა ადამიანები თქვენს ნამდვილ ემოციებს ხედავენ, ისინი მარტივად იხიბლებიან.
  2. აჩვენეთ მათ თქვენი ინტერესი. თანამოსაუბრისადმი აუცილებლად უნდა გამოიჩინოთ დაინტერესება, აჩვენეთ, რომ ინტერესდებით მისი ამბით. ასე ადვილად მოიგებთ სხვების გულს.
  3. მიბაძეთ. ფსიქოლოგიურად დამტკიცებულია, რომ როცა საუბრის დროს თამოსაუბრის მანერებს იმეორებთ, მას ბაძავთ, ეს ერთ-ერთი საკვანძო მომენტია, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ რჩება.


)