იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი შენდება


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს ადგილობრივი თვითმმართელობა ახორციელებს, რაზეც 700 000 ლარამდეა განსაზღვრული.

პროექტი გარდამავალია, შესაბამისაც 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მომავალი ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს აღსაზრდელების მიღებას. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე სააღმზრდელო დაწესებულება არ იყო და ბავშვებს სამთავისის საბავშო ბაღით უწევდათ სარგებლობა.

გარდა იგოეთისა, საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს საგურ მეტეხსა და გრაკალში.


)