ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გორისა და კასპის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა


საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გორისა და კასპის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს რეგიონალურმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებისა და გაფართოების ისტორია მიმოიხილა. მოსწავლეებს ნატოს, როგორც ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი მიზნები, ამოცანები და პრინციპები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ონლაინ შემეცნებით თამაშში, რომელიც მომზადდა Kahoot-ის პლატფორმაზე.

ონლაინ სემინარების ციკლის ინიციატორია პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ექსპერტი ლიდერობის მიმართულებით გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დავით ჩოჩიშვილი. სემინარები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება.


)