კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამი სოფლის - ყარაფილას, სარიბარისა და ზადიანთკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, რაზეც 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. ჯამში, დაგეგმილია 1,2 გრძივი მეტრის ასფალტის საფარის მოწყობა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. ამ ეტაპზე კი სამუშაოები ნაწილი უკვე დასრულებულია.

რეაბილიტაციის მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა. ,,რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საგზაო, ისე სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული პროექტები ხარისხიანად და დადგენილ ვადებში განხორციელდეს“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.


)