მეტეხი-ბარნაბიაანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება


რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით კასპის მუნიცპალიტეტში, სოფლების - მეტეხისა და ბარნაბიაანთკარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტი მოიცავს ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, რაზეც მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. განახლებული ინფრასტრუქტურით 1 500-მდე მოსახლე ისარგებლებს.


)