ეპიდაფეთქება რუმინეთის 5-გზის ჩემპიონში - ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა


  • კლუჟის რიგებში 11 ინფიცირებულია, მათ შორისაა მთავარი მწვრთნელი დან პეტრესკუ
  • რუმინული გუნდები ტურნირის შეჩერებას ან გაუქმებულად გამოცხადებას ითხოვენ

რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩაშლის პირასაა და იოლი მისახვედრია, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია, რომელმაც ამ ქვეყანაში ახალი ძალით იფეთქა.

 

ბოლო ინფორმაციით, რთული ვითარებაა რუმინეთის 5-გზის ჩემპიონ კლუჟში, სადაც ტესტირების შედეგად, 11 დადებითი პასუხი დაფიქსირდა. Covid 19 დაუდასტურდა კლუბის მთავარ მწვრთნელ დან პეტრესკუს, ხუთ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბის კიდევ ოთხ წევრსა და ფიზიოთერაპევტს.

 


)