გიორგი ხოჯევანიშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა


გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გენერალი გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულა.

"კასპის მუნიციპალიტეტში, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაუმარცხებელი გენერლის გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ. მინისტრმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ჩვენი გმირების შესახებ, ვისი ღვაწლიც შეუფასებელია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საამაყო წარსული გახდეს ღირსეული მომავლის განმსაზღვრელი.' - წერს ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში.


)