კასპის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი დაფიქსირდა


შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 18 რეგიონში მცხოვრებია, მათ შორის 4 არასრულწლოვანია,- აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

გასული 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 18 პირი რეგიონში მცხოვრებია. მათ შორის, კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და ახალქალაქის სკოლების პედაგოგს დაუდასტურდა. ორივე სკოლა უკვე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სამწუხაროდ, ახალ შემთხვევებს შორის 4 არასრულწლოვანია.

სულ, რეგიონის მასშტაბით, ონლაინ სწავლებაზე 5 სკოლაა გადასული. 3 ბაღის გახსნა კი სწორედ ვირუსის გამო გადაიდო. კოვიდინფიცირებულთა ნაწილი მკურნალობას სახლში, ნაწილი კი - კოვიდკლინიკებში განაგრძობს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსულებელმა.

რეგიონის მასშტაბით, მთლიანობაში, კორონავირუსის 138 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 617 პირი იმყოფება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 16-მა ინფიცირებულმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, 70 პირს კი, თვითიზოლაცია მოეხსნა.


)