გიორგი ხოჯევანიშვილი "კასპი 1936"-ის ვარჯიშს დაესწრო


„ქართული ოცნების“ გორისა კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის საფეხბურთო გუნდის „კასპი 1936“-ის ვარჯიშს დაესწრო. ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს კასპის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო გუნდის ,,კასპი 1936“ ვარჯიშს დავესწარი და ფეხბურთელებს შევხვდი. გუნდი ათწლეულები არ ფუნქციონირებდა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ წელს ვარჯიში განაახლეს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. კასპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გასულ წელს გაიხსნა და 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობა იქნება. „ - წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.


)