ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ სპეციალისტებს გადაეცათ


სტოკჰოლმში ნობელის პრემიის გამარჯვებული ეკონომიკის დარგში გამოავლინეს. ჯილდო ამერიკელებს პოლ მილგრომსა და რობერტ უილსონს ხვდა წილად, აუქციონების თეორიის სრულყოფისთვისა და აუქციონების ახალი ფორმატების შექმნისთვის.

ეს ნობელის პრემიის ბოლო ნომინაცია იყო. 2020 წელს ნობელის ლაურეატები გახდნენ: მსოფლიო სასურსათო პროგრამა (მშვიდობის დარგი), პოეტი ლუიზა გლუკი (ლიტერატურა), ჯენიფერ დუდნა და ემანუელ შარპენტიე (ქიმია), ჰარვი ოლტერი, მაიკლ ჰაუსტონი და ჩარლზ რაისი (მედიცინა და ფიზიოლოგია), როჯერ პენროუზი, ანდრეა გეზი და რაინჰარდ გენცელი (ფიზიკა).

პრემიების გადაცემა ტრადიციულად ალფრედ ნობელის დაბადების დღეს, 10 დეკემბერს ხდება, რის შემდეგაც სადღესასწაულო ბანკეტი იმართება. თუმცა წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.


)