მოსახლეობის პროტესტი კასპში - ადგილობრივები შველას ითხოვენ


მოსახლეობის პროტესტი კასპის მუნიციპალიტეტში - არსებული ინფორმაციით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს.

მოსახლეობა მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს.

ამის მიზეზი სოფელ კოდისწყაროში ფეთქებადსაშიში მასალის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლის მშენებლობაც დასახლებულ პუნქტში უკვე ორი თვეა მიმდინარეობს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ როდესაც წარმოება დაიწყება, გამონაბოლქვი ონკოლოგიური დაავადებებს გამოიწვევს და მოსავლიანობაც შემცირდება. მათ ამის დასტურად დოკუმენტაციაში არსებული უზუსტობაც მოჰყავთ.

დოკუმენტებში წერია, რომ სოფელში ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსია, რეალურად კი 35 გრადუსს აჭარბებს.

საწარმოს კომპანია შ.პ. „უსივერსალური ჯგუფი“ აშენებს, რომლის დირექტორიც მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს.ის ირწმუნება,რომ საწარმო ევროპულ სტანდარტებს სრული დაცვით აშენდება.


)