გიორგი ხოჯევანიშვილი: მოსახლეობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ


,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალტეტის ოთხი სოფლის - ახალციხის, ნოსტეს, ერთაწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა.

,,მოსახლეობისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამომავლო პროექტებზე. თითოეული ადამიანის მხარდაჭერაჩემთვის მოტივაცია და დიდი პასუხსიმგებლობაა. ურთიერთთანამშრომლობა კი ბევრად უფრო სწრაფად მიგვიყვანს დასახულ მიზანთან“, - აღნიშნა მაჟრიტარობის კანდიდატმა

კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვედრებს კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და ,,ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრი, რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე და პროპორციული სიის მე-16 ნომერი დავით კაჭარავა ესწრებოდნენ.


)