როგორ იცვლება ჩვენი ხმის ტემბრი სხვადასხვა სიტუაციებში


გლობალური პანდემიის ფონზე, ჩვენი ოჯახის წევრების ხილვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. ნაწილმა ისიც შეამჩნია, რომ სამუშაო გარემოში მის საყვარელ ადამიანებს სიტუაციისამებრ ხმა ეცვლებათ. რატომ და როგორ იცვლება ჩვენი ხმის ტემბრი სხვადასხვა სიტუაციაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერების დოქტორი, ნადინ ლავანი შეეცადა.

1.მე ვმუშაობ. ლავანის დაკვირვებით ადამიანები განსხვავებული ხმის ტემბრით ესაუბრებიან უფროსებს. ცდილობენ მათი სიტყვები უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს. მთლიანობაში, ამ ტემბრს საკუთარი პროფესიონალიზმის ხაზგასასმელად იყენებენ. ცნობილ მაგალითად მეცნიერს მარგარეტ ტეტჩერი მოჰყავს, რომელიც სახლში და სამსახურში განსხვავებული ხმის ტემბრით მეტყველებდა.

2.ტელეფონზე უცნობს ველაპარაკები”.ხშირად ადამიანები, რომელთაც აქცენტი აქვთ ტელეფონზე ლაპარაკისას, მაქსიმალურად ცდილობენ გამართულად ისაუბრონ. ნაწილი ლაპარაკის ტემპს ანელებს და სიტყვების კარგად გამოთქმას ცდილობს. ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან ყველას სურს პირველი კონტაქტისას დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს”. – ამბობს ლავანი.

3.მოულოდნელად გამოძახებული”. ხშირად, დაფასთან მოულოდნელი გამოძახების შემდეგ, ბავშვი პირველ სიტყვებს უფრო მაღალ ტონალობაში წარმოთქვამს. ასეთი ხმის ტემბრი სტრესსა და დაძაბულობას ახლავს, თუმცა რამდენიმე სიტყვის შემდეგ ხმის დამორჩილება და ჩვეულ ტონალობაზე დაბრუნება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

4.ჩანაწერის ხმა. საკუთარი აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის მოსმენა არავის სიამოვნებს. ვერავინ ახდენს იდენტიფიკაციას საკუთარ ხმასთან. ლაპარაკისას ჩვენივე ხმის ტემბრი ყურებამდე შეცვლილი მოდის. ბგერა ჯერ ყელს, შემდეგ თავის ქალის ძვლებს გაივლის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ნამდვილი ხმა სწორედ ჩანაწერზე გვესმის. ყოველდღიურობაში კი, დამახინჯებულ ვერსიას ვუსმენთ.

5.ახლო მეგობრისხმის ტემბრი. „არსებობს ასეთი განმარტებაფონეტიკური კონვერგენცია. ერთმანეთთან ხშირად მოსაუბრე ადამიანები, დროსთან ერთად, მსგავს ტონალობას და ტემბრს იძენენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, როდესაც ახლო მეგობრებს მსგავსი ხმის ტემბრი აქვთ. მსგავსი ცვლილებები როგორც ცნობიერ, ისე ქვეცნობიერ დონეზე ხდება.” – განმარტავს მეცნიერი.


)