კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა გრძელდება


კასპის მუნიციპალიტეტის სადგურ მეტეხის დასახლებაში გრძელდება ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა.

ამჟამად აშენებულია შენობის ორივე სართული და გადახულია სახურავი. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი, რომელიც თანამედროვე სტანდარტის ყველა მოთხოვნას დაკმაყოფილებს.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 965 000 ლარი იხარჯება.


)