კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა


ასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მოიპოვეს.

2019 წელს კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისთვის დააწესა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებულ სტუდენტებს დამსახურებული სტიპენდია მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.

შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი დაღუპული გმირის ხსოვნას. სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს არამარტო სტიპენდიისთვის, არამედ საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნების ყოველწლიური ჯილდოსთვის. გამოითქვა სურვილი ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეზე 20 დეკემბერს - მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ერთობლივად მივიდნენ მის საფლავზე.


)